კონსტანტინეპოლი, 4 - 6 ივლისი, 1918 წელი
საქართველოს ტერიტორია კლასიკურად დამთავრებულს მთლიანს წარმოადგენს — ისტორიულად, გეოგრაფიულად, ეკონომიურად და ეთნოგრაფიულად. საქართველოს საზდვრები ამოხაზა ოცი საუკუნის ისტორიამ; საქართველო არის ერთი ისტორიული, სხეული, შეკავშირებული მრავალ-საუკუნოვანი სახელმწიფოებრივი და კულტურული ერთობით.
საქართველო ამავე დროს ერთი მთლიანი ფიზიკალ-გეოგრაფიული პროვინცია არის, ერთი ქვეყანა — შემოფარგლული ბუნებრივის საზღვრებით. საქართველო მიაგავს ციხეს, რომელსაც ყველა მხრით კედლები არტყია:
— ჩრდილოეთით მას აკრავს კავკასიონის ქედი — მისი მთავარი შტოებით;
— სამხრეთით მას ზღუდავს — აგრეთვე თოვლიანი მთების ერთი მთლიანი სისტემა:
სამხრეთ-კავკასიის მთავარი წყალთაგამყოფი ქედი (— მტკვარისა და ჭოროხის აუზების სამხრეთ მიჯნაზე შემორტყმული);
— დასავლეთით არტყია შავი ზღვა;
— და მხოლოდ ერთის ვიწრო პირით — აღმოსავლეთის მხრიდან — ეკვრის საქართვვლო ადერბეიჯანის ბარს, მაგრამ აქედანაც მას მდინარეების ერთიანი ხაზი გაჰყოფს: კავკასიის მთავარი მდინარე მტკვარი, თავისი შემდინარეებით: ძეგამით და ალაზან-ქურმუხით. საქართველოს საზდვრების ეს ბუნებრივი დამთავრება გეოგრაფიულ მიჯნებზე — წინასწარ განსაზდვრავს საქართველოს ეკონომიურ მთლიანობას. ამ ტოპოგრაფიულ ზღუდეებში მოქცეული მხარე -კუნძული არის ერთი ქვეყანა, ერთი ბუნებრივი ორგანიულად მთლიანი სამეურნეო-ეკონომიური პროვინცია.
თვითეული მხარე ამ ქვეყნისა მჭიდრო სამეურნეო ურთი-ერთობით არის შეკავშირებული დანარჩენ მხარეებთან, და ამავე დროს მეზობელ ქვეყნებიდან მოწყვეტილია ბუნებრივი ზღუდეებით, და ამიტომაც არც ერთ კუთხეს საქართველოსას არ შეუძლია ეკონომიური არსებობა მთლიან საქართველოს გარეშე. ჩამოჭრა საქართველოდან რომელიმე კუთხისა, რომელიც — თითონ გეოგრაფიული პირობვბისა გამო, — ყველა არტერიებით გადაბმულია მრთელთან, — ეს იქნებოდა ერთი ორგანიული სამეურნეო ეკონომიური სხეულის დასახიჩრება. და თავისთავად შემთხვევითი როდია ისტორიული გაერთიანება საქართველოს ერთ კოლლექტივად ზემოხსენვბულ ბუნებრივ საზღვრებში: ისტორიას აქ ჰქმნიდა გეოგრაფიის ლოღიკა; ისტორიას გენეტიური კავშირი ჰქონდა საქართველოს ორგანიულ ეკონომიურსა ღა ტერიტორიულ მთლიანობასთან.
დასასრულ, საქართველოს ქვეყანა ეთნოგრაფიულადაც მთლიან ერთეულს წარმოადგენს. როდესაც ეთნოგრაფიაზე ვამბობთ, ჩვენ მხედველობაში გვაქვს რასაკვირველია არა ცალკე სოფლები, ან ცალკე რაიონები. რომლის გამოთიშვა შეუძლებელია მისი ბუნებრივი სამეურნეო-ეკონომიური ჰინტერლანდისაგან; ეთნოგრაფიაზე მსჯელობის დროს, ცხადია, სახეში უნდა გვქონდეს მრთაელის პერსპექტივა, ქვეყანა აღებული მის ბუნებრივს გეოგრაფიულსა და ეკონომიურ ფარგლებში, — და არა ცალკე ხელოვნური ჩამონაჭრები ორგანიულად მთლიანი ტერიტორიული სხეულისა. და საქართველო, — ასე კლასიკურად დამთავრებული თავის საზღვრებში, — თითონ ბუნებისაგან გამოკვეთილ მიჯნებზე; ჩამოქნილი ერთ ორგანიულ სხეულად — როგორც ბუნებრივი სამეურნეო-ეკონომიური მთლიანობით, ისე მრავალ-საუკუნოვანი სახელმწიფოებრივი და ისტორიულ-კულტურული პირობებით, — ეს ქვეყანა ეთნოგრაფიულადაც დიდ ერთფეროვნებას წარმოადგენს. ეთნოგრაფიული მთლიანობის მხრით საქართველო ბედნიერი გამონაკლისია კავკასიის სხვა ქვეყნებიდან: საქართველოში — ქართული ელემენტი მრთელი მოსახლეობის სამ მეოთხედამდე აღწევს (საქართველოში — გარდა ქალაქებისა — ქ არ თ ვ ე ლ ო ბ ა შეადგენს 77,6% -ს მრთელი მოსახლეობისას, ხოლო ქალაქების მითვლით —72,5%-ს). მეზობელი ქვეყნებიდან — თათარისტანში (ადერბეიჯანში) — მაგალითად, — თურქები შეადგენენ მთელი მოსახლეობის 61%-ს; კიდევ უფრო ნაკლებია სომხების % სომხეთში. და საზოგადოდ იშვიათია მეორე ერი, როგორც ქართველობა, რომელსაც პოლიტიკური უფლებების დაკარგვის ხანაში, — საზღვრების ღიად დარჩენის დროს — შეენარჩუნებინოს ასეთი ეთნოგრაფიული ერთფეროვნება თავისი მიწა-წყალისა. ასე მაგ., იმ ქვეყნვბში, რომელთაგან შესდგა ახალი სახელმწიფოები რუსეთის ნანგრევებზე: პოლონეთში, უკრაინაში ან ლიტვაში ადგილობრივი ერების % არ სჭარბობს ქართველებისას. ბევრად ნაკლები იყო ადგილობრივი ელემენტი მაგ., ბულგარეთში, როდესაც ახალი — ბულგარვთის სახელმწიფო შეიქმნა.
ამნაირად ქართველობამ დღემდე შეინარჩუნა ეთნოგრაფიული მთლიანობა თავისი ქვეყნისა იმ მრავალი განსაცდელის მიუხედავად, რომელიც მას ისტორიამ არგუნა. და ამ მხრივ ხომ განსაკუთრებით საფრთხეს განუმზადებდა საქართველოს მთლიანობას წარსული საუკუნე რუსთა მფლობელობისა, როდესაც რუსეთის მმართეელობა ყოველნაირად ხელს უწყობდა საქართველოს კოლონიზაციას უცხო ელემენტების მიერ, რათა ამით დაესუსტებია ქართველობა — როგორც ყველაზე კულტურული ერი კავკასიაში, და ამასთან ერთად-ერთი ერი ამ მხარეში, რომელსაც ჰქონდა სახელმწიფოებრივი წარსული.
ქვემოდ წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფო საზღერების დეტალური მოხაზულობა, და მოკლე სტატსტიკური ცნობები საქართველოს მოსახლეობის შესახებ.
საქართველოს სახელმწიფოს საზღვრები
საზღვრები საქართველოს სახელმწიფოსი (ეს ამავე დროს საქართველოს ისტორიული საზდვრებია) — შემდეგი არის:
ა) ჩრდილოეთით: კავკასიონის მთავარი ქედი და მისი შტო კავკასიონის პირიქითელი ქედი. საზღვარი დაიწყება მდინარე მაკოფსეს შესართავიდან შავ ზღვასთან, — საცა კავკასიონის მთავარი ქედი უახლოვდება შავ ზღვას. და რომლის ჩრდილოეთით ეს ქედი ჰკარგავს ველურ ხასიათს.
საზღვარის ხაზი გასდევს ჯერ მდინარე მაკოფსეს — შესართავიდან დაწყებული ვიდრე სათავეებამდე, გაივლის დიდი ფსეუშხოს მწვერვალს, მიჰყვება წყალთაგამყოფ ხაზს მდინარეების ტუაფსესა და აშეს შუა, და მიადგება კავკასიონის მთავარ (წყალთაგამყოფ) ქედს. — გოითხის უღელტეხილიდან 20 კილომეტროზე სამხრეთ-აღმოსავლეთით. მოკიდებული ამ პუნქტიდან საქართველოს საზღვარი მიჰყვება კავკასიონის ქეებს: ვიდრე ვაინქ-ფარსის მწვერვალამდე — კავკასიონის მთავარ (წყალთაგამყოფ) ქედს, ვაინქ-ფარსის მწვერვალიდან ვიდრე შავი-კლდის მწვერვალამდე — ყაზბეგის მთის სისტემას, ეგრედ წოდებულ კავკასიონის პირიქითელ ქედს (რუსულად Bokovoi Kavkazskii Khrebet), რომელიც ერთი უმთავრესი მთაგრეხილთაგანია კაეკასიონის ქედზე; შავი კლდის მწვერვალიდან მოკიდებული — ხელახლა კავკასიონის მთავარ (წყალთაგამყოფ) ქედს ვიდრე მწეერვალამდე 11389 ფუტის სიმაღლისა, რომელიც მდებარეობს ზაქათალის ოლქის აღმოსავლეთ მიჯნაზე. მრთელი ეს ჩრდილოეთი საზღვარი საქართველოსი კავკსიონის ქედებზე, — მიჰყვება დღევანდელ ადმინისტრატიულ საზღვრვბს შავი ზღვის სანაპირო გუბერნიისას, სოხუმის ოლქისას, ქუთაისის გუბერნიისას, ტფილისის გუბერნიისას და ზაქათალის ოლქისას — შემდეგის მცირეოდენის ცვლილებით ტფილისის გუბერნიის საზდვრებზე: საქართველოს საზდვრებში შემოდის სოფ. ლარსის რაიონი (== მდინ. თერგის ხეობა — ვიდრე პუნქტამდე სოფ. ლარსიდან ორ კილომეტროზე ჩრდილოეთით), რაც შეადგენს საქართველოს მხარის ხ ე ვ ი ს ნაწილს; ხოლო ტფილისის გუბერნიიდან გადადის საჩეჩნოს საზღვრებში სოფ. სახანოს რაიონი (== მდ. არღუნის ხეობის ნაწილი — დაწყებული პუნქტიდან, რომელიც მდებარეობს მდ. ბლუხას შესართავის და მდ. მეშეხის შესართავის შუა მანძილზე).
ბ) აღმოსავლეთით: მდინარეების — ქურმუხისა და ალაზნის აუზების აღმოსავლეთი მიჯნა, მდ. მტკვარი, და მდ. ძეგამი.
საზღვარის ხაზი მიჰყვება ჯერ ქედს, რომელიც ჩამოვარდება ზემოხსენებული მწვერვალიდან 11389 სიმაღლისა და გაივლის რა გზად მწვერვალებს: ქასაპს, უსახელო მწვერვალს 8568 ფუტის სიმაღლისა, უსახელო მწვერვალს 3682 ფუტის სიმაღლისა, — მიადგება მდ. ყაშყაჩაის ამ უკანასკნელი მწვერვალიდან ოთხ კილომეტროზე სამხრეთით. აქედან საზღვარის ხაზი მიჰყვება მდ. ყაშყაჩაის (ცნობილს ქვემოდ ყარაჩაის სახელით) — ვიდრე ეს მდინარე ერთვოდეს მდ. აგრიჩაის. მოკიდებული ამ პუნქტიდან საზღვრის ხაზი გაივლის ჯერ ბოზდ-დაღის მწვერვალს, შემდეგ უსახელო მწვერვალს 1684 ფუტის სიმაღლისა (—რომელიც მდებარეობს ყონჯიშინის ქედზე), და მიადგება მდ. მტკვარს — მდ. ალაზნის შესართავთან. მოკიდებული აქედან საქართველოს საზღვარია ჯერ მდ. მტკვარი ვიდრე მდ. ძეგამის შესართავამდე, ხოლო შემდეგ — მღ. ძეგამი ვიდრე სათავეებამდე (ალაგელარის მწვერვალამდე —მტკვარ.-არაქსის წყალთაგამყოფ ქედზე).
გ) სამხრეთით: მტკვარ-არაქსის მთავარი წყალთაგამყოფი ქედი, — ვიდრე ბრესტლიტოვსკის ხელშეკრულების საზღვრამდე, საიდანაც იწყება სადაო ოლქები საქართველოს და ოსმალვთს შორის. საზღვარი, მოკიდებული ალაგელარის მწვერვალიდან, მიჰყვება მთავარ წყალთაგამყოფ ქედს, რომელიც გასდვვს მდინარეების მტკვარისა და არაქსის აუზების შუა და მიდის სულ ამ ქედზე გაყოლებით ვიდრე უჩთაფალარის მწვერვალამდე, — საიდანაც დაიწყება ბრესტის საზღვარი.
ბრესტის ხაზის სამხრეთით მდებარე საქართველოს ორი მხარე: ბათომი და არტაანი — ამჟამად ბრესტის ხელშეკრულების ზონაში შედის*. თანხმად ამ ხელშეკრულებისა — ამ მხარეთა მცხოვრებთ მიენიჭათ ეროვნულ-პოლიტიკური თვითგამორკვევის უფლება; დღეს-დღეობით კი ბათომი და არტაანი, წინააღმდეგ ბრესტის ხელშეკრულებისა დაჭერილია ოსმალეთის ჯარის მიერ. — ოსმალეთმა ამავე დროს მოახდინა ოკუპაცია ბრესტის სამიჯნო ხაზის ჩრდილოეთითაც — საქართველოს ნაწილის ახალციხე-ახალქალაქის მხარისა ვიდრე აბასთუმანამდე და აწყურამდე.
დ) საქართველოს დასავლვთი საზღვარია — შავი ზღვა.
ტერიტორიას საქართველოს სახელმწიფოსას, მოთავსებულს ამ საზღვრებში, შეადგენს დღევანდელის ადმინისტრატიულის დანაწილებით შემდეგი პროვინციები (გარდა ბათომის და არტაანის მხარეებისა, რომლებიც ბრესტის ხელშეკრულების ზონაში შედიან):
გუბერნიები — ტფილისისა და ქუთაისისა**; ოლქები — სოხუმისა, სოჭისა და ზაქათალისა; და ტფილისის პროვინციის სანაპირო მხარეები (ჩამონაჭრები ტფილისის პროვინციიდან რუსვთის მმართველობის მიერ მოხდენილი ადმინისტრატიული გადამიჯნით): ქვემო-ყარაიას ველი, ბამბაკი და ყაზახ-შამშადილი.
____________________________________________
* სამხრეთი საზღვარი საქართველოს ამ ორი მხარისა — ბათომისა და არტაანისა — შემდეგია: ჯერ ჩილდირის მთების სისტემა, რომელიც სამხრეთის მხრით ზღუდავს ჩილდირის ტბას; შემდეგ მტკვარ-არაქსის მთავარი წყალთაგამყოფი ქედი — ვიდრე მდ. მტკვრის სათავეებამდე; აქედან ჭოროხ-არაქსის მთავარი წყალთაგამყოფი ქედი — ვიდრე ოსმალეთის სახელმწიფო საზღვრამდე 1914 წლისა.
** ტფილისის გუბერნია ხაზის შესწორებით — ჩრდილოეთის მხრით — საქართველოს ისტორიულ საზღვარზე, ე. ი. სოფელ ლარსის რაიონის მიმატებით და სოფელ სახანოს რაიონის გამოკლებით.
*** სოჭის ოლქი — ძველს საზღვრებში (მდ. მაკოფსეს ხაზამდე). ზაქათალის ოლქი — ხაზის ზემოდ ნაჩვენები მცირეოდენის შესწორებით აღმოსავლეთ მიჯნაზე (მდ. ყაშყაჩაის გასწვრივ).