სუფევს ღმერთი წარმართთა ზედა, გიხაროდენ ყოველსა ერსა,
რომელიცა ქალწულისაგან გამოგჳჩ[ნდა].
ტალავარნი ზეცისანი
განგეხუნეს შენ ზესკნელისანი,
სტეფანე, და იხილენ საყდარნი
და ერნი ნათლისანი
ზეშთა კრებულისანი,
მაქებელნი მამისანი
ძისა და სულისა წმიდისანი.
ეჰა სრული სათნოებითა,
სავსე იგი სასოებითა,
სანატრელი სტეფანე, სარწმუნოებითა
მამისა აღსარებითა,
ძისა დიდებითა,
სულისა წმიდისა მადლითა,
სამებისა ქადაგებითა.
ფარისეველმან მოშურნემან
და შემდგომად ჭურმან რჩეულმან,
სიკუდილდ მისცა სტეფანე პავლე მოციქულმან,
ხოლო ერმან უშჯულომან,
კრებულმან ამაომან,
ქვაჲ დაჰკრიბა უწყალომან,
და გჳრგჳნოსან-ყო უფალმან.
ანგელოზნი აღიარებენ,
ადამიანნი ადიდებენ
ღუაწლსა შენსა, სტეფანე, აქებენ
მღდელნი და დღესასწაულობენ,
მთავარნი უგალობენ,
მეფენი იხარებენ
და მეოხად აღგიარებენ.
ნათლისა წარუვლისამან,
მოწამეთა მათ წინამძღურისამან,
წამა ძჱ მარჯულ მამისა პირველ-მოწამემან,
მასწავლელმან მარტჳლთამან,
მოღუაწემან მწირთამან,
მოძღუარმან მოღუაწეთამან
და მეოხმან მორწმუნეთამან.
ერი ბრალსა დასდებდა
და კრებული ქვასა დაჰკრებდა,
ხოლო წმიდაჲ სტეფანე ქრისტესა აღიარებდა,
სიკუდილსა მას იხარებდა,
სულსა შეჰვედრებდა,
ერისათჳს ევედრებოდა
და გჳრგჳნოსან იქმნებოდა.