1. რაჟამს მოხუედი
ზეცით ქუეყანად, მჴსნელო ჩუენო,
და ინებე შენ
შობაჲ საშოჲსაგან უბიწოჲსა
ცხოვრებისათჳს
ადამის ნათესავისა
შეცთომილისა, მრავალმოწყალე!
2. ჯუარს ეცუ ჴორცითა
ბუნებით უვნებელი ღმრთეებაჲ,
შთაჰჴედ ქუესკნელად,
და განაქარვე მთავრობაჲ ბნელისაჲ
და აღადგინე
ბუნებაჲ კაცთაჲ დანთქმული,
ბუნებაჲ კაცთაჲ და გადიდებდა!
3. რაჟამს დაეფალ,
მაცხოვარ, გულსა ქუეყანისასა,
ცანი იგლოვდეს
და აღივსნეს მნათობნი მწუხარებითა,
ხოლო განათლდეს
ბნელისა მყოფნი ნათლისა
უხილავისა ბრწყინვალებითა!
4. საგლოველ იყო
მიხედვად პირსა მგლოვარეთასა,
რაჟამს ტიროდეს
მწუხარედ, აღვსებულნი ცრემლითა,
და ეძიებდეს
გუამსა მას სამეუფოსა,
სამ დღე კაცთაებრ მკუდრად შერაცხილსა
5. საღმრთოჲ საფლავი
ცხოვრება გუექმნა ჩუენ, მორწმუნეთა,
რომლისაგანცა
აღმობრწყინდა მზეჲ სიმართლისაჲ
და განანათლნა
კიდენი ქუეყანისანი
აღდგომისა მისისა მადლითა!
6. აღჰმაღლდი ზეცად
თანამფლობელი მამისა და სულისაჲ,
და შეაერთე
კაცებაჲ ღმრთეებასა, მოწყალე,
და აღიყვანე
საღმრთოსა დიდებასა
ადამ, დანთქმული ნათესავითურთ!
7. რაჟამს მოხვიდე
განშჯად, მსაჯულო სიმართლისაო,
მიჴსნენ, სახიერ,
საშჯელთა მათგან საუკუნეთა
და ღირს ყვენ სულნი
მიცვალებულნი წიაღთა
აბრაჰამისთა და განუსუენე!
8. შეურვებული
გულითა, მგლოვარე გონებითა
ეგლოვდა ძესა
თჳსსა ჯუარს-ცუმულსა ღმრთისმშობელი,
ესე დღეს აღდგა
საფლავით, ვითარცა ღმერთ არს,
იხილე, უსძლოო, და გიხაროდენ!
9. შეუხებელმან
საღმრთომან ცეცხლმან უსხეულომან
არაჲ აღაგზნა
მსგავსად მაყულისა წმიდაჲ ქალწული,
და განაკჳრვნა
ძალნი ზესკნელს ცათანი,
ვითარცა მოსე მთასა სინასა!