1. რომელმან იორდანეს

ნათლისღებითა განმანათლე,

აწცა სული სიბრძნისაჲ

განმიახლე ჯეროვნად შემამკობელად

გამოჴსნისა კრებასა

და მოწამისა ღირსებით პატივცემასა!

2. მჴსნელო, ნათლისღებითა

შენითა წმიდითა გუესწავა

შეერთებაჲ წყალთაგან

სულისაჲ, რომლითაცა აღვსებულმან დღეს,

ყოვლად ქებულმან [ჰ]აბო,

სიკუდილისა სასუმელი შენ თანა შესუა!

3. შეგინებულისა მის

სარწმუნოვებისა მოძღუართა

სამშჯავროდ მიგცეს ღირსო,

ვითარცა პავლე ჰრომედ ჰურიათა მათ

და უშჯულომან მძლავრმან

განაჩინა შენთჳს სიკუდილი საწადელი!

4. რომელი ნისლსა შინა ეჩუენა მოსეს

უცნაურად, ღმერთი მაღალი,

გამოჩნდა იორდანეს

და საცნაურ იქმნა ჴმითა

ოხრითა მამისაჲთა,

რომლითა ვიცანთ მხოლოჲ

ძჱ ღმრთისაჲ თანასწორი მამისაჲ!

5. შეუძლებელ იყო შეუხებელისა,

უნივთოჲსა მის შანთისა,

ღმრთეებისა შეხებაჲ,

ამისთჳს განჴორციელდა

ძჱ ღმრთისაჲ, მხოლოდშობილი,

განბანად უცოდველი,

რომლისა შეიწირა დღეს ჰაბო!

6. შეერთებულ იქმენ სულითა ნეტარო,

შვილთა თანა აღთქუმისათა

და ჰრბიოდე განსა მას

ზეცისა ჩინებისასა,

რომლისათჳსცა გჳრგჳნი

ძლევისაჲ მოგანიჭა

მაღლით მაცხოვარმან, მჴნეო ჰაბო!

7. თავისუფალ იყვნეს ცოდვისაგან

ჴორცნი შენნი, შეერთებულნი

ღმრთეებასა სიწმიდით,

არამედ ნათლისღებითა

განაგე კაცთაჲ წყალთაგან

განძარცუვაჲ ცოდვისაჲ, მჴსნელო!

8. ჴმითა მამისაჲთა და სულისა

მოსლვითა და იორდანისა

კუალად ქცევითა გქადაგა

წინამორბედმან ძედ ღმრთისა,

რომლისა მოიწრაფა დღეს

სიკუდილითა ნეტარმან ჰაბო.

9. ვითარცა მსგავსი მამათ-მთავრისაჲ

ქალდეველთა ქუეყანისაგან

გამოსლვითა, და მოწამჱ

ქრისტეს ვნებათაჲ, ღირსებით

იდიდები მორწმუნეთაგან

შესხმითა, ყოვლად ქებულო!

10. რომელნი ქრისტჱს თანა

დავეფლენით,

ნათლისღებითა ვემსგავსენით მას,

განზრახვათაგან

განხრწნადთა განვეშორნეთ

და ესრეთ დავიცვეთ ბეჭედი

ნათლისაჲ, დამჴსნელი სიკუდილისაჲ.

11. რომელმან შინაგანნი

სახედველნი

საღმრთოჲთა ხილვითა წმიდა ჰყვენი,

წინამორბედო,

შენგან ნათელს-ღებულსა

დღეს მოსწრაფედ შეუდგა ჰაბო

და მისთჳს სიკუდილი დაითმინა.

12. ტრფიალ იქმენ შჯულსა მას

სულიერსა,

რომელმან განგათავისუფლა შენ

საშჯელისა მისგან

სიკუდილისა, და ქრისტეს

ნათლისღებისა მსგავსებითა,

ჭეშმარიტად შვილ ექმენ აბრაჰამს!

13. სრბაჲ ბუნებისა შჯულთაჲ

დასცხრა, რაჟამს შეუწერელმან

ღმერთმან ნათლისღებითა მდინარეთა

მიანიჭა დაფარულთა მწინკულევანებათა

განბანაჲ კაცთაჲ, და კუალად

ნეტარებაჲ მოგუეცა ემბაზისაგან წმიდისა.

14. ჴმაჲ სიტყჳსა საღმრთოჲსაჲ,

სინანულისა მქადაგებელი,

ახარებს ღმერთსა განკაცებულსა

აღსრულებად ჴსნისა ჩუენისა საიდუმლოსა,

რომლისათჳს მოწამე ჰაბო

მეორედ შობასა მოიგებს სისხლითა თჳსითა!

15. გონებაჲ შენი ღირსო,

ღმრთისა კეთილთა მცნობელ ჰყავ,

და სიტყუაჲ შენი ქრისტჱს ქადაგ ჰყავ,

და სულისა განწმედითა შეამკუე ხატებაჲ

ღმრთისაჲ, რომლისათჳს იხარებ

განშუენებული გჳრგჳნითა დაუჭნობელითა!

16. ძემან ღმრთისამან ბუნებით

ძმად გჳწოდა ჩუენ მადლით, რაჟამს-იგი

ბუნებაჲ ჩუენი მიიღო,

და განწმედისა ჩუენისათჳს

განწმედაჲ თავს იდვა უცოდველმან წინამორბედისაგან

17.ჭეშმარიტად სოფლისა ჴსნისა

დასაბამ არს დღესასწაული ესე:

მამისა ჴმაჲ და სულისა

მოსლვაჲ განკაცებულსა მას ღმრთად

გუაუწყებს, რომლისათჳს [ჰ]აბო სიკუდილსა თავს იდებს.

18. რომელი იქმენ პირმშო მკუდართა

და გზაჲ სიკუდილისაჲ, წყარო ცხოვრების ჰყავ

მორწმუნეთათჳს, დღეს შენთჳს

მიიღო სასუმელი იგი

განმაცხოველებელი მახჳლითა მოწამემან ჰაბო.

19. ემბაზსა მას გამოჴსნისასა დღეს

მდინარესა განმაცხოველებელსა

იორდანესა

უსხეულ[ო]თა განწყობილებაჲ გარემოადგს, რომელნი

ნათელღებულსა შეასხმენ,

საუკუნეთა მფლობელო უფალო,

კურთხეულ ხარ შენ!

20. ნათლისღებაჲ წყლითა და სულითა

შენ თანა აღასრულა მოწამემან

და სასუმელიცა

ვნებათა შენთაჲ შესუა და გალობით ღაღად-ყო,

აღმაღლებულო ღმერთო

მამათა ჩუენთაო, უფროჲსად

კურთხეულ ხარ შენ!

21. გონებითა მიიცვალე შენ

უზეშთაესსა ცხოვრებასა წმიდათა

შეერთებასა

და ბოროტთა შეძინებაჲ სიცოფედ შეჰრაცხე

და სთქუ აღმაღ[ლებულო

ღმერთო მამათა ჩუენთაო, უფროჲსად კურთხეულ ხარ შენ!]

22. საჴუმილისა იგი შემწუველობაჲ

ღმრთისა სიტყუამან შემაცურეველ ყო ყრმათათჳს,

ხოლო დღეს ნათლისღებითა

წყალთა ბუნებასა მისცა

ცოდვათა შემწუველობაჲ ნათელმღებელთა, რომელნი

ჴმობენ: აღმაღ[ლებულო ღმერთო

მამათა ჩუენთაო, უფროჲსად კურთხეულ ხარ შენ!]

23. ეჰა სახიერებაჲ შემოქმედისაჲ,

რამეთუ დაბადებულთათჳს უსწრო და გზაჲ,

ცხოვრებად მიმყვანებელი,

პირველად აღასრულა, რაჲთა

რომელნი ნათლისღებითა განახლდენ, ცხოვრებასა

ზიარ იყვნენ, ამისთჳს მჴურვალედ

მოიწრაფა მისთჳს სიკუდიდ მოწამემან ჰაბო!

24. გუამი შენი, შრომითა განწმედილი,

საღმრთოჲსა ცეცხლისა შეერთებითა, ღირსო,

მარადის ეგზებოდა,

არამედ მოშურნეთა მათ

ცეცხლითა დაწუეს, რომელსა პატივ ვსცემთ მეტყუელნი,

უფალსა უგა[ლობდეთ ძლევისა

გალობასა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს].

25. აღმოცენებით აღმოჰჴედ ძირთაგან იესესთა სიწმიდით,

ხოლო დღეს იორდანეს

ძლევით შეჰმუსრე თავი ვეშაპისაჲ

და აღმოჰჴედ მიერ, ვითარცა

ლომი წერილისაებრ, რომელსა გაქუს

მთავრობაჲ ნათესავთაჲ

რომელთა ემსგავსე

განკაცებითა!

26. ქრისტჱს აღთქუმულთა საშუებელთა სიკუდილი სიხარულით

შეიწყნარე და მიხუედ

მის თანა სუფევად, ვითარცა ზიარი

ვნებათა მისთაჲ, მოწამეო!

ჭეშმარიტად გუაუწყებს ღირსებასა

შენსა ნათელი იგი

ზეცისაჲ, პატივად

შენდა მოსრული!

27. აღგიარებ უფალო, უძლურებასა ჩემსა, რამეთუ

უღირს ვარ შეწყნარებად

შენდა, ღმრთისა სიბრძნეო, არამედ

სიტყჳთა განდევნე წყლულებაჲ

გულისაჲ და მაქებელად მიჩინე დღეს

საუფლოსა კრებასა

და მოწამისა [ჰ]აბოჲს

დღესასწაულსა!

28. სურვილითა შენითა აღძრულ არს გონებაჲ ჩუენი მოწამეო,

ამისთჳს შეიწირე

კნინი ესე ძღუენი, რომელი მსგავსად

ძალისა ჩუენისა მოგჳრთუამს:

მოგჳტევე კადნიერებაჲ და გჳთხოვე

დღეს ქრისტჱსგან გამოჴსნაჲ,

რომელნი გალობით

ღირსად გადიდებთ!