ქებაჲ პავლესი

[თავნი იტყჳან: ”დაესრულა პავლე”]


დიდებულო ქრისტეს მოციქულთა თაო!

ახალსა ამას ერსა საღმრთოსა,

ეკლესიისა ნესტუად ჴმატკბილად,

საღმრთოჲ შჯული დაგჳმტკიცე, ნეტარო;

რამეთუ ძირი უღმრთოებისაჲ განჰფხუარ

უმაღლეს, უფროჲს ცათა მაღალთა;

ლირწებაჲ ჰურიათაჲ დაანთქ ქუესკნელთა,

აჰჴედ სამ ცამდე, ღმრთივ სწავლულ იქმენ,

პირნი ბრძენთა მათ ზუავთანი დაჰჴშენ;

აცხოვნენ კაცნი, იჴსენ სოფელი,

ვითარცა მზე რაჲ აღავსე სოფლით.

ლოცვით მადლობაჲ ღმრთისაჲ მოგუმადლე,

ეშმაკთა მტერთა საბრჴენი დაჰჴსნენ.