საქართველოში თეატრალური სანახაობები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა. რა თქმა უნდა არა ისეთი სახით, როგორი სახითაც დღეს გვევლინება. ეწყობოდა სხვადასხვა შეჯიბრებები, თამაშობები, რიტუალები და ყოველივე ეს სანახაობა შეიცავდა თეატრალურ ელემენტებს. სანახაობებში მრავლად იყო ცეკვის და მუსკის ელემენტები, სიუჟეტიც სხვადასხვა იყო, იყენებდნენ ნიღბებს, კოსტუმებს. ასეთი წარმოდგენები ხალხში იმართებოდა და თვითონ ხალხი მართავდა მათ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად დგინდება, რომ საქართველოში უძველესი დროიდან იმართებოდა სანახაობითი წარმოდგენები. ძველი ქალაქების ნანგრევებში აღმოჩენილია ნაგებობების კვალი, რომელთაც ეტყობა, რომ ეს ნანგრევები ადრე თეატრის სცენა იყო.Aარის ამფითეატრის მზგავსი ნაგებობების კვალიც. ეს მასალები იმას მოწმობენ, რომ ასეთი წარმოდგენებისთვის არსებობდა სპეციალური ადგილები, სადაც ხალხის თავშეყრის ადგილი იყო.
შუა საუკუნეებში სანახაობითი წარმოდგენები დაიხვეწა და თეატრი გაჩნდა სასახლის კარზეც, ანუ გაჩნდა ქართული სასახლის კარის თეატრი. იმართებოდა სხვადასხვა სახალხო კოსტუმირებული დღესასწაული. როგორიცაა “ბერიკაობა”, რომელიც ამ დრომდეც კი შემორჩა საქართველოში. ბერიკები სხვადასხვა ნიღბებსა და კოსტუმებში იყვნენ გამოწყობილნი. ზოგი ცხოველს განასახიერებდა, ზოგი რას და ზოგიც რას. ზოგიერთი ბერიკა მსახიობის სახელი ჩვენამდეც არის მოღწეული. იყო აგრეთვე “ყეენობა”, რომელიც ბერიკაობის მზგავს დღესასწაულს წარმოადგენდა. ეს ორივე სანახაობა ჩვენამდე “ბერიკაობა-ყეენობის” სახელით არის მოსული.
საუკუნეების განმავლობაში მდიდრდება და იხვეწება წარმოდგენები, თუმცა პროფესიული თეატრი ჯერ არ არსებობს, XVIII საუკუნეში ქართველ თავადთა კარზე ჩნდება ლიტერატურული სალონები. ქართულ ენაზე ითარგმნება პიესები და შემდეგ იდგმება. იმართება საშინაო სპექტაკლები. ამ პერიოდში ჩნდებიან ქართველი დრამატურგებიც. მათი პიესები ასახავენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, იმ პრობლემებს, რაც საზოგადოებას აწუხებს. ეს ყველაფერი ნელ-ნელა იხვეწება, მაგრამ ჯერ კიდევ არ არსებობენ პროფესიონალი მსახიობები, არ არსებობს რეჟისორის პროფესია. თვითონ დრამატურგები დგავენ სპექტაკლებს და სხვებთან ერთად თვითონაც თამაშობენ.
XIX საუკუნეში საქართველოში მეფისნაცვლად ჩამოვიდა მიხეილ ვორონცოვი. მისი მითითებით 1850 წლის 14 იანვარს გაიხსნა ქართული პროფესიული თეატრი. 14 იანვარი საქართველოში დღესაც თეატრის დღედ არის მიჩნეული.Pპროფესიულ თეატრს სათავეში ჩაუდგა გიორგი ერისთავი. იგი წერდა პიესებს და ეს პიესები იდგმებოდა. თამაშობდნენ მაღალი წრის წარმომადგენლები. გიორგი ერისთავმა შეარჩია ხალხი და მოამზადა მსახიობებად. პროფესიული თეატრი 1855 წელს დაიხურა.Aამ დროისთვის თეატრი ძალიან პოპულარული გახდა. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში იყო უამრავი მოყვარულთა დასი.
ილია ჭავჭავაძე ხვდებოდა თეატრის დიდ მნიშვნელობას საზოგადოებისთვის. მას მიაჩნდა, რომ თეატრი ის ადგილი იყო, სადაც ხმამაღლა ითქმებოდა სიმართლე. 1879 წლის 5 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა აღადგინეს თეატრი, რომელსაც ეწოდა მუდმივმოქმედი ქართული თეატრი. დღეს ეს თეატრი შოთა რუსთაველის სახელს ატარებს.
მოვიდა ახალი თაობა და გაჩნდა ახალი იდეები. საქართველოში გაჩნდა რეჟისურის პროფესია. დაიხვეწა მსახიობის პროფესია. 1910-11 წლებში შეიქმნა მესხიშვილის თეატრალური სტუდია, სადაც მსახიობობას ეუფლებოდნენ. 1918 წელს ჯაბადარმა გახსნა თეატრალური სტუდია, სადაც ცნობილი ქართველი მსახიობები აღიზარდნენ. ეს სტუდია 1920 წელს დაიხურა, მაგრამ აკაკი ფაღავამ ამ სტუდიის ბაზაზე გახსნა ახალი სტუდია. ამ სტუდიამაც 1922 წლამდე იარსება. 1923 წელს, თბილისში, ფაღავას სტუდიის საფუძველზე შეიქმნა თეატრალური ინსტიტუტი, რომელსაც ფაღავა ხელმძღვანელობდა. ინსტიტუტმა 1926 წლამდე იარსება. 1939 წელს აკაკი ხორავამ ისევ აღადგინა ინსტიტუტი. ამ პერიოდში ქართულ თეატრს მოევლინა ორი უდიდესი რეჟისორი: კოტე მარჯანიშვილი და სანდრო ახმეტელი. მათი სტილი აბსოლუტურად განსხვავებული იყო. ისინი მოღვაწეობდნენ რუსთაველის თეატრში. ამ თეატრს რუსთაველის სახელი 1922 წელს ეწოდა. ამ ორმა რეჟისორმა დიდი წარმატება მოუტანა თეატრს. იდგმებოდა ბრწყინვალე სპექტაკლები. შემდეგ მარჯანიშვილი წამოვიდა თეატრიდან და 1928 წელს გახსნა ქუთაის-ბათუმის სახელმწიფო თეატრი. 1930 წელს ეს თეატრი თბილისში დაფუძნდა და ეწოდა სახელმწიფო დრამატული თეატრი. 1933 წელს კი ეწოდა მარჯანიშვილის სახელი. დროთა განმავლობაში გაიხსნა სხვა თეატრებიც: დრამატული რუსული თეატრი (დღევანდელი გრებოიდოვის თეატრი), თოჯინების თეატრი და ა.შ.
დღეს საქართველოში ბევრი თეატრია. იხსნება ახალი თეატრებიც.
ავტორი: მარიამ წიბახაშვილი (სპეციალურად Allgeo.org-თვის)