ეჰა დიდებუ[ლი] საკჳრველი წმიდისა და ახოანისა ქრისტჱსისა აბოჲსი, რომელი-იგი ისმაიტელ იყო რჩულითა, შური აღიღო წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, რაჲთა ზე აქუნდეს სახელი მისი ყოველთა კიდეთა სოფლისათა. მოვედით მორწმუნენო, ვადიდებდეთ საჴსენელსა მისსა და უგალობდეთ, რომელმან ღირსად გჳრგჳნოსან-ყო იგი.

რაჟამს წარადგინეს იგი წინაშე მძლავრისა მის აგარეანისა, აიძულებდა მას და ეტყოდა, რაჲთამცა უარ-ყო ქრისტჱ, ხოლო მან აღიარა ძჱ მამისა თანა და არა უარ-ყო სამებაი. მოვედით მორწმუნენო, ვადიდებდეთ [საჴსენებელსა მისსა და უგალობდეთ, რომელმან ღირსად გჳრგჳნოსან-ყო იგი].

გულის წყრომისა მძლავრი იგი და ფერი პირისა მისისაჲ ექცეოდა ზედა წმიდისა მოწამისა ქრისტჱსისა აბოჲსა, ხოლო იგი უფროჲს ღაღადებდა და იტყოდა: ”დაღაცათუ ცეცხლითა და ტანჯვითა აღმასრულოთ მე, არაჲ უარ-ვყო სამებაჲ წმიდაჲ”. მოვედით მორწმუნენო, [ვადიდებდეთ საჴსენებელსა მისსა და უგალობდეთ, რომელმან ღირსად გჳრგჳნოსან-ყო იგი].

მაშინ აღიჭურვოდეს ურჩულონი იგი ტყებად ზედა წმიდისა მოწამის[ა] ქრისტჱსისა აბოჲს[ა]. ხოლო მან სიხარულით მოუდრიკა მახჳლსა ქედი თჳსი. რამეთუ იძროდა მისლვად უფლისა თჳსისა და ისწრაფდა შესლვად სასუფეველსა მისსა... [მოვედით მორწმუნენო, ვადიდებდეთ საჴსენებელსა მისსა და უგალობდეთ, რომელმან ღირსად გჳრგჳნოსან-ყო იგი].

რაჟამს შეკრბეს მოხუცებულნი ისმაიტელთანი წინაშე ურაკპარაკთა მათთასა და განიზრახვიდეს იგინი წამებად მოწამისა ქრისტჱსისა აბოჲსთჳს. მღდელნი აკურთხევდით, რომელმან განაძლიერა იგი, ერნი უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე!

მაშინ უბრძანა მძლავრმან მან მოწოდებაჲ წმიდისა აბოჲსი და ეტყოდა მას: ”უკუეთუ ესე ესრჱთ არს, აბოჲ, რაჲსა ესე შეგწამებენ შენ”. მღდელნი აკურთხევდით, რომელმან ძლიერებაჲ მიჰმადლა, ერნი [უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე]!

მიუგო წმიდამან უფლისამან აბოჲ და ჰრქუა მას: ”მშობელნი ჩემნი თუ ისმაიტელ არიან, ხოლო მე მსახური ვარ ჭეშმარიტისა ძისა ღმრთისაჲ”. მღდელნი აკურთხევდით, რომელმან განაძლიერა იგი, ერნი [უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე]!

მაშინ განრისხნა მძლავრი იგი და ფერი პირისა მისისაჲ ექცეოდა ზედა წმიდისა და ახოანისა ქრისტჱსისა აბოჲსა. [მღდელნი აკურთხევდით, რომელმან განაძლიერა იგი, ერნი უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე]!

დღეს ღაღადებდა აბოჲ შორის სიმრავლესა წარმართთასა: ვითარ მიმეღოს მე ცხორებაჲ კაცობრივი და ვითარ წარმეკუეთოს თავი აბოჲსა, ვითარ მო[მ]მართოს მახჳლმან, ვითარცა ნაყოფმან კეთილმან, ვითარ აღმევსოს მე გული სისხლითა, ვითარცა მანანაჲთა. მიჴსენ მე, უფალო, აგარეანთაგან!

ხოლო სიმრავლჱ აგარეანთაჲ ღაღადებდ[ი]ს და ეტყოდის აბოჲს: ”მოიქეც რჩულისა ჩუენისაებრ და იყო შენ ყოველთა უზეშთაეს”.

ხოლო აბოჲ ღაღადებდა და ეტყოდა: ”არაჲ, არაჲ მიჴმს მე თქუენგან ქრთამი - ოქროჲ, არცა ანთრაკი, არცა ვეძიებ ცხორებასა ამის საწუთროჲსასა, არამედ რაჲთა ვიხილო სული წმიდაჲ, მარჯულ მამისა მჯდომარეჲ, რომლისა სიტყუანი მისნი ტკბილ არიან უფროჲს თაფლისა მის გოლეულისა, არამედ ვითარ გნებავს, წარმართნო, აღმასრულეთ, რამეთუ არავინ არს მიმღებელ სულისა წმიდისა!”

მაშინ მოწყჳდეს აბოჲ მახჳლითა და გუამი მისი დაწუეს ცეცხლითა, და წარიყვანეს იგი ანგელოზთა ღმრთისათა წინაშე უფლისა. იხილა და [ჰ]რქუა მას: ”გიხაროდენ აბოჲ, რომელ არაჲ შეგაწუხა მახჳლმან, არცა სატანჯველთა, არცა სიმრავლემან აგარეანთამან. ამისთჳსცა ღირს იქმენ შესლვად სასუფეველსა ცათასა წარუალსა!”

ტანჯვასა დაუთმო ისმაიტელთასა წმიდამან აბოჲ მჴნედ და ეშმაკნი განასხნა, და მსხუერპლად შეწირნა ჴორცნი თჳსნი და ქრისტესა ქადაგებდა. ვითარცა მნათობმან და მოღუაწემან ყოვლისა სოფლისამან იღუაწა და სიკუდილი შეურაცხ-ყო, და ზრუნვაჲ ამის სოფლისაჲ დაუტევა და შენ მხოლოსა სათნო-გეყო, და აწ მეოხ არს სულთა ჩუენთათჳს დიდსა წყალობასა!

სუროდა მისლვად უფლისა თჳსისა სანატრელსა მოწამესა ქრისტჱსსა აბოჲს. დგა წინაშე მძლავრისა მის, ჰხედვიდა მახჳლსა აღმართებულსა, არაჲ შეშინდა შინებისაგან მათისა, არამედ განიძარცუა სამოსელი, მოუდრიკა მახჳლს თავი თჳსი და დასთხინა სისხლნი თჳსნი და აწ მეოხ არს სულთა ჩუენთათჳს დიდსა წყალობასა!

შეიმოსა სამოსელი ღირსთა მამათაჲ საყუარელმან ქრისტჱსმან აბოჲ. ურმითა მიაქუნდა, ვითარცა ეტლითა, ადგილსა მას შესაწირავსა, ვითარცა მსხუერპლი კეთილი და საკუმეველი სუნნელი და ნელსაცხებელი პატიოსანი ცეცხლისაგან შეიწირა და საფლავი მისი წყალთა ზედა, და [აწ] მეოხ [არს სულთა ჩუენთათჳს დიდსა წყალობასა!]

დღესასწაულსა მას შუენიერსა, ნათლისღებასა მაცხოვრისასა, მეორედ შობასა დიდისა მოწამისა აბოჲსსა, იხარებდეს მდინარენი და მნათობდეს ღელვანი, რამეთუ სათნო-ყო ქრისტემან მის თანა წყალთა შინა. მაშინ განიკუ[რ]ნებოდეს უძლურებანი კაცთანი და სიხარულით აღივსნეს მორწმუნენი, და აწ მეოხ [არს სულთა ჩუენთათჳს დიდსა წყალობასა!]

მოვედით მორწმუნენო ქრისტეჲსნო, ვჰყოფდეთ ჴსენებასა წმიდის[ა] აბოჲსსა, რომელმან შეურაცხ-ყო განწყობილებაჲ იგი აგარეანთაჲ და შეურაცხ-ყო ცეცხლი და მახჳლი სახელისათჳს ქრისტჱსა და მოიგო გჳრგჳნი დიდებისაჲ წმიდათა მისთა თანა!