სხვა სახელი:                  არბოელი (ფსევდონიმი)
                                         გორელი (ფსევდონიმი)
                                         ლევან ცაველი (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:      19 თებერვალი, 1852
გარდაცვ. თარიღი:         30 აპრილი, 1915  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:   გორი
კატეგორია:                      მწერალი, პედაგოგი


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი  არბო, გორის რაიონი.

გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1875–1879წწ. სწავლობდა კიევის სასულიერო სემინარიაში. 1881 წლიდან იგი ერთხანს მასწავლებლობდა გორის სამასწავლებლო სემინარიასა და თბილისის ქალთა პროგიმნაზიაში. ნ. ლომოურის პირველი ლექსები 1871 წელს ჟურნალ "მნათობში" გამოქვეყნდა, ხოლო 1885 წელს მისი ლექსები ცალკე წიგნად გამოიცა. მწერლის პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელმაც განსაზღვრა მისი შემოქმედებითი მანერა, იყო მოთხრობა "ალი"(1878 ), რომელიც 1879 წელს ჟურნალ "ივერიაში" გამოქვეყნდა.  ნ. ლომოურის შემოქმედება ქართველ "სამოციანელთა",  განსაკუთრებით ი. ჭავჭავაძისა და რუს რევოლუციონერ-დემოკრატთა იდეურ-მხატვრული ნააზრევით განვითარდა. მისი მოთხრობების მთავარი თემაა ბატონყმობის გადავარდნის შემდეგდროინდელი ქართული სოფლის ყოფა. ლომოურის კალამს ეკუთვნის აგრეთვე ისტორიული მოთხრობები ("წინაპართა აჩრდილნი", 1902; "ხერხი სჯობია ღონესა", 1914). იგი ავტორია მრავალი პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილისა. მწერლის შემოქმედება ხასიათდება ლაკონიური და მკაფიო სტილით, დახვეწილი ენობრივი მასალით, პერსონაჟთა და სიტუაციათა რელიეფური ხატვით. ნიკო ლომოურის მოთხრობები შეტანილია სასკოლო სახელმძღვანელოებში.


წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ.,1983.- გვ. 288


ბიბლიოგრაფია

პუბლიცისტური წერილები (ავტორი). - თბილისი, დედაენა, 2002. - 212გვ.
პაწია მეგობრები : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საქართველო, 1990. - 174გვ.
ქაჯანა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1986. - 37გვ.
ალი (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1955. - 52გვ.
გიგო ღრუბელაშვილი (ავტორი). - ტფილისი, სახელგამი, 1928. - 36გვ.



მოთხრობები

გიგო ღრუბელაშვილი

პაწია მეგობრები

ბედი უბედურთა

ალი

ყოველის მხრიდან

ქაჯანა