ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ


გუნდი იგი ზეცისანი


იოანე-ზოსიმე, X საუკუნის ქართველი სასულიერო მწერალი, ჰიმნოგრაფი, მთარგმნელი. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც სინას მთის ქართული ხელნაწერების ანდერძ-მინაწერებიდან ჩანს, მოღვაწეობდა პალესტინაში, ჯერ საბაწმინდის ლავრაში, ხოლო X საუკუნის 70-იანი წლებიდან - სინას მთაზე.

იოანე-ზოსიმეს ეკუთვნის ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომი "საგალობელნი იადგარნი" (შინ-34), რომელიც სხვადასხვა ლიტურგიკული ძეგლიდან გამოკრებილ თხზულებათა კრებულია. ორიგინალური თხზულებათაგან აღსანიშნავია ცხოველი პატრიოტიზმით გამსჭვალული საგალობლები "ქებაჲ ქართულისა ენისაჲ" და "ქართულისა ენისათჳს" (გამოაქვეყნა პავლე ინგოროყვამ 1924, ჟურნალი "კავკასიონი", №1-2).

იოანე-ზოსიმეს წვლილი მიუძღვის ხელნაწერთა დამზადება-გამრავლებაშიც. იგი ცნობილია როგორც ხელნაწერთა "განმაცხოველებელი", "შემმოსელი", "მომგებელი" და "ტექსტის "მჩხრეკალი.