ბალავარიანი A (მოკლე)

ბალავარიანი B

ბალავარიანი C

ბალავარიანი D

ბალავარიანი E

ბალავარიანი J

ბალავარიანი (ვრცელი ვერსია)

„ცხორება ნეტარისა იოდაფისი, ძისა აბენეს, ჰინდოთა მეფისაჲ, რომელი მოაქცია ნეტარმან მამამან ბალაჰვარ მოძღუარმან“ – ასეთი სათაური აქვს სამეცნიერო ლიტერატურაში ძალზე პოპულარული, ე.წ. „სულთმარგებელი“ სასულიერო რომანის ვრცელ რედაქციას, რომლის ერთადერთი, XI ს. ხელნაწერი (Ier. 140) გამოვლინდა 1956 წელს. მანამდე ათეული წლების განმავლობაში გაცხარებული კამათი მიმდინარეობდა, თხზულება, სახელწოდებით „ბალავარიანი“ ანუ „სიბრძნე ბალავარისი“ არის თუ არა ის პირველწყარო თხზულება, რომელიც ითარგმნა არაბული ენიდან და რომელიც ქართული თარგმანიდან ეფთვიმე მთაწმიდელმა თარგმნა ბერძნულად, როგორც ეს ნათქვამია მის „ცხოვრებაში“. ვრცელი თხზულების აღმოჩენამ, რომლის სათაური ჩვენ დასაწყისში მოვიტანეთ, გაარკვია, რომ აქამდე „სიბრძნე ბალავარისი“ სახელით ცნობილი თხზულება არ არის არაბულიდან თარგმნილი, არამედ წარმოადგენს გამონაკრებს ვრცელი თხზულების – „ცხორებაჲ ნეტარისა იოდასაფისი“-დან და ეს შემოკლება-გამოკრება შეუსრულებია უცნობ ქართველ რედაქტორს და ამ მოკლე თხზულების სათაურია „სიბრძნე ბალავარისი“. მხოლოდ ვრცელი თხზულება შეიძლება ეთარგმნა ეფთვიმეს ბერძნულად და არა მოკლე.

„ბალავარიანი“ არის ჰაგიოგრაფიულ-ასკეტიკური ხასიათის თხზულება, რომელიც „ბუდას ცხოვრების საქრისტიანო მოთხრობის“ (კ.კეკელიძე) გადმოკეთებას წარმოადგენს და მოგვითხრობს ინდოეთში ქრისტიანობის გავრცელების ამბავს: მეუდაბნოე ბალაჰვარმა მოაქცია ინდოეთის უფლისწული იოდასაფი, ხოლო მან კი – მამამისი, წინათ ქრისტიანობის მდევნელი აბენესი და მისი ქვეშევრდომები. ეს თხზულება თავისი საინტერესო ფაბულით და ღრმააზროვანი იგავებით, საშუალო საუკუნეების თითქმის ყველა ქრისტიანული ერის ენაზეა თარგმნილი და განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. ამ თხზულების გავრცელების გზა, როგორც მეცნიერებაში არის მიღებული, ასეთია: ბუდას ცხოვრების ფალაური ვერსია უთარგმნიათ არაბულად, არაბული ვერსია მოხვედრილა ქრისტიანულ წრეებში, გადაუკეთებიათ ქრისტიანულ „ცხოვრებად“ (რომელ ენაზე, დადგენილი არ არის) და უთარგმნიათ სხვა ქრისტიანულ ენებზე, მათ შორის ქართულადაც არაბულ-ქრისტიანული რედაქციიდან დაახლ. IX ს-ში.


გამოცემები

1. ილ. აბულაძისა, ბალავარიანის ქართული რედაქციები, თბილისი, 1957, (ვრცელი და მოკლე).

2. ე. თაყაიშვილისა, სიბრძნე ბალავარისი, თბილისი, 1890 (მოკლე რედაქცია).

3. ილ. აბულაძისა, სიბრძნე ბალაჰვარისი, თბილისი, 1937, (მოკლე).

4. ა. ხახანაშვილისა, Балавар и Иодасаф, грузинский текст, Москва, 1902 (მოკლე).

5. მ. ჯანაშვილისა, Описание рукописей церковного музея ... кн. III, Тифлис, ст. 28-44 (მოკლე).

6. ყუბანეიშვილისა, ძველი ქართ. მწერლობის ქრესტომათია, 1946, გვ. 276-305.
ლიტერატურა

1) ნ. მარი “Мудрость Балавара”, груз. версия ... записки Восточ. Отдел-ия импер.русского археологического обшества, т. III, 1889, с. 223-260.

2) კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, I, გვ. 187-190

3) მისივე, ბალავარის რომანი ქრისტიანულ მწერლობაში, ლიტერატურული ძიებანი, XI, 1957, 145-172; იგივე, ეტიუდები VI, გვ.41-71.

4) ილ. აბულაძე, ბალავარიანის ორი რედაქცია და მათი ძირითადი ნუსხები, შესავალი წერილი მისივე გამოცემისა.

5) მისივე, Происхождение и история «Балавариани» и его место в сокровищнице мировойлитературы, შრომები, III, თბილისი, 1982, გვ. 140-161

6) მ. თარხნიშვილი, Lesdeux recensions du „Barlaam“ géorgian, Le Muséon, LXXI, 1-2, 1958, 65-86

7) შ. ნუცუბიძე, К происхождение греческого романа «Варлаам и Иоасаф», Тбилиси, 1956.

8) ს. ყაუხჩიშვილი, ახალი ვარიანტი ქართული რომანისა „სიბრძნე ბალავარისა“, ჟურ. მნათობი, N8,1956, გვ. 176-178.

9) D.M.Lang, The Life of the Blessed Jodasaph ... BSOΛS, 1957.

10) ე. ხინთიბიძე, Новые труды о происхождении греческого романа «Варлаам и Иоасаф», Кавкази византия, Вип. 2, Ереван, 1980, с. 91-96.

11) ნ. გაფრინდაშვილი, ქრისტიანული რომანის „ვარლაამის და იოასაფის ცხოვრების“ ბერძნულ-ქართულ-არაბული ვერსიების ურთიერთმიმართების საკითხები, თბ. 1990

12) ივ. ამირხანაშვილი, „ბალავარიანის“ სპარსული ვერსიები, ლიტერატურული საქართველო,1985, 22, XI, გვ. 10


ხელნაწერები

1) Jer.140, XI, 1r-170r (ვრცელი რედაქციისა);

2) A (99, XIV-XV, 1r-8r. (ნაკლ.); H186;1797წ., 1r-43r; H 1013, (1782-1783 წწ.); 35r-70r; S300, XVIII,262r-282r; S 2394, 1869-1877წწ., გვ.197-262;S 1106, 1860 წ., 1r-72r; Q 40,XVII, 53r-75r; ქუთ. 502, 1832 წ. 43r-60r; Ier. 16, XIII-XIV; 77v-107v; Ier. 36, XIII-XIV, 77v-107v; ც. არქ. 285, 1854 წ., 1r-23v (მოკლე რედაქციისა).