დაბადების თარიღი:    14 ოქტომბერი, 1804
გარდაცვ. თარიღი:    2 აპრილი, 1883  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:    ქაშვეთის ტაძარი, თბილისი
კატეგორია:    პოეტი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. დაიბადა დიდგვაროვანი ფეოდალის ოჯახში, იყო ერეკლე II შვილიშვილის შვილი. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, შემდეგ საარტილერიო სკოლაში. მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში ლეკების წინააღმდეგ (1822 – 1830 წწ.), რუსეთ-ირანის (1826 – 1827წწ.) და რუსეთ-თურქეთის (1828 – 1829წწ.) ომებში. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. განთავისუფლების შემდეგ, 1859 წლიდან, თბილისში მთავარმმართებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.

პროგრესული საზოგადოება დიდად აფასებდა გრ. ორბელიანს, როგორც საზოგადო მოღვაწეს. იგი ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი პოეზიის მამოძრავებელი ძალაა პატრიოტიზმი. პოეტმა სამშობლოს წარსულს, მის აღუდგენელ ბრწყინვალებას მიუძღვნა "იარალის" - 1832; "თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში" - 1877 და სხვ. თავის ძირითად თხზულებაში, ლირიულ-რომანტიულ პოემაში "სადღეგრძელო" (1827 – 1870 წწ.) გრ. ორბელიანმა გააცოცხლა სამშობლოს მოჭირნახულე, დიდებითა და ბრწყინვალებით მოსილ ისტორიულ გმირთა სახეები: ქართული ანბანის შემქმნელი მეფე ფარნაოზი; საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელი მეფე მირიანი; ქვეყნის სპარსთა უღლისაგან დამხსნელი ვახტანგ გორგასალი; დავით აღმაშენებელი; თამარ მეფე; ქეთევან დედოფალი; ელიზბარ და შალვა ერისთავები; ბიძინა ჩოლოყაშვილი; ცხრა ძმანი ხერხეულიძენი; სამასი არაგველი და სხვ., დასასრულს - ”ივერიის ნუგეშ-დიდება” მეფე ერეკლე, რომლის გარდაცვალების შემდეგ სამშობლოს მზეც ჩაესვენა.

გრ. ორბელიანი ავტორია რამდენიმე მუხამბაზური ლექსისა ("მუხამბაზი" - 1829; 1833; 1835 წწ.).

პოეტს ნათარგმნი აქვს ვ. ჟუკოვსკის, ი. კრილოვის, მ. ლერმონტოვის თხზულებანი; შექმნა ლექსები ა. პუშკინის მიხედვით. მისი ეპისტოლური მემკვიდრეობა უხვ მასალას გვაწვდის ავტორის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ პირადი ცხოვრების შესახებ. 


სო... ორ

სადღეგრძელო ანუ ომის შემდგომ ღამე ლხინი, ერევნის სიახლოვეს

ფსალმუნი

დიმიტ[რი] ონ[იკაშვილ]ის დარდები

იმედო, ნუთუ ღმერთი ხარ, რომ ფიქრი ყოვლის შენკენ ჰრბის!

პასუხი შვილთა

სავათნავას მიბაძვა

მოგონება

გაზაფხული

ჩემი ეპიტაფია

ჰე, ივერიავ! ვიდრე იყო ქედმოდრეკილი

მუხამბაზი

დავბერდი, ბედს ვერ მოვესწარ, დაემხო ჩემი სამშობლო

ალბომში

ვინცა გნახოს, კვლავცა გნახოს, არ იკმაროს, კიდევ გნახოს

საღამო გამოსალმებისა

კინტოს სიმღერა

მუხამბაზი

მისი სახელი კიცხვითა მარადის იხსენებოდეს

მუშა ბოქულაძე

ალბომში ღრ[აფინია] ოპ[ერმანისას]

ეკატერინე ჭა[ვჭავაძ]ისას

ჩემს დას ეფემიას

იარალის

სალომეს ბეჟანა მკერვალის მაგიერ

თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში

ნ... დმი

მუხამბაზი

მუხამბაზი

ღამე

ე __ სა